კოლეგებტან სამუშაო შეხვედრა

 

ორგანიზატორი: ქეთევან ჟორჟიკაშვილი
თემა: ბლოგის შექმნა მართვა და გამოყენება
მიზანი: ისტ-ის ინტეგრირება სასწავლო პროცესში, გამოცდილების გაზიარება,მოტივაციის ამაღლება.
11 იანვარს, ხუთშაბათს  შედგა პირველი სამუშაო შეხვედრა.

                                                                      

               
·         მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: დარეჯან ფრუიძე
გთხოვთ შეაფასოთ შეხვედრის ეფექტურობა: 1- ძალიან არაეფექტური, 10 - ძალიან ეფექტური.  
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
რატომ იყო ეს შეხვედრა/შეხვედრები სასარგებლო და მნიშვნელოვანი თქვენი პროფესიული საქმიანობისთვის?
შეხვედრები სასარგბლო და  მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის როგორც მასწავლებლისათვის, პროფესიული საქმიანობისთვის შეხვედრის ორგანიზატორმა გვასწავლა ბლოგის შექმნა და ის მართვა. გამოყენება პროფესიული მიზნებისათის.





                                                                                        











მონაწილე მასწავლებლის სახელი და გვარი: დარეჯან ფრუიძე
შეხვედრის / შეხვედრების თარიღი:  09.01-2018 / 11.01-2018 /  12.01/ 2018
შეხვედრის დრო:  13: 00-15: 00
შეხვედრის / შეხვედრების თემა:  ბლოგის შექმნა, მართვა და გამოყენება
შეხვედრის / შეხვედრების  მიზანი: ისტ_ის ინტეგრირება საწავლ პროცესში,  გამოცდილების გაზიარება. მოტივაციის ამაღლება.
გთხოვთ მოკლედ აღწეროთ შეხვედრის / შეხვედრების მსვლელობა და განხილული საკითხები.
პირველ შეხვედრაზე აღვწერეთ google+ -ის ინსტრუმენტები,
·         გავააქტიურე უკვე არსებული ელექტრონული ფოსტა,
  •  google -ის ანგარიში გამოვიყენე ახალი ბლოგის შესაქმნელად
მეორე შეხვედრაზე ვიმუშავე ბლოგის დიზაინზე,დავამატე აუცილებელი გვერდები ( ჩემ შესახებ,მიზანი და შინაარსი, კოლეგებთან სამუშაო შეხვედრა ...)
  • თემა : Google  Drive - მოქმედებები ფაილებსა და საქაღალდეებზე,  ბლოგზე განთავსება, ბმულის ჩასმა,გაზიარებაა,ჩატვირთვა.  ეს თემა ჩემთვის იყო საკმაოდ საინტერესო, ახალი და სირთულეებთან დაკავშირებული, მაგრამ დაძლევადი. ვისწავლე დისკიდან  ბლოგზე ბმულის ჩასმა, გაზიარება,საქაღალდეების ატვირთვა,ჩამოტვირთვა, განთავსება...
მესამე  შეხვედრაზე  ვისწავლე იდეოს ატვირთვა , HTML კოდის ჩაშენებით , შევასრულე რამდენიმე აქტივობა ,გავუზიარე კოლეგებს.

როგორ დაგეხმარათ აღნიშნულ შეხვედრაში / შეხვედრებში მონაწილეობა თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
შევქნენი საკუთარი ბლოგი.შევისწავლე მისი მართვა  და შემდგომი  გამოყენება.რაც 
დამეხმარება შემდგომ პროფესიულ საქნიანიბაში.
          ბლოგზე ატვირთულ მასალას პერიოდულად გავამრავალფეროვნებ.ახალ ინფორმაციებს მოვიძიებ და სასწავლო პროცესს უფრო საინტერესოს გავხდი.
ეს გამოიწვევს ,როგორც ჩემი, ისე მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას და შესაბამისად შედეგების გაუმჯობესებას.
        



































საკითხის სწავლების დაგეგმვის სქემა მათემატიკაში
მასწავლებელი:  დარეჯან ფრუიძე
საგანი: მათემატიკა
კლასი: მეხუთე
თემა: წილადის ძირითადი თვისება                
დრო: 45 წუთი
გაკვეთილის მიზნები/სწავლის შედეგები  (ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულება)
 გაკვეთილის მიზანი/შედეგები:

მოსწავლეები გაეცნობიან წილადის ძირითად თვისებას და მისი გამოყენებით შეძლებენ ტოლი წილადების ჩაწერას სხვადასხვა მნიშვნელის საშუალებით.
ისტ-ის საშუალებების გამოყენებისას თანამშრომლობს  ჯგუფში როგორც თანაკლასელებთნ ასევე მასწავლებელთან.ქმნის მისი ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაფერის  მულტიმედიურ პროდუქტს  თანაკლსასელების, მასწავლებლის დახმარებით.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:

მათ. V.2. მოსწავლეს შეუძლია წილადების წაკითხვა, გამოსახვა, შეფასება, შედარება და დალაგება. შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
       კითხულობს და გამოსახავს ჩვეულებრივ და შერეულ წილადებს; უთითებს მათ ჩანაწერში წილადის მრიცხველს და მნიშვნელს, მთელ და წილად ნაწილებს;
       ადარებს ორ წილადს, მათ შორის წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები: 
წილადის არსი, მთელის ნაწილების ამოცნობა და დასახელება, გეომეტრიული (ბრტყელი) ფიგურები

მოსწავლეთა ორგანიზების ფორმები:
ინდივიდუალური მუშაობა, კლასთან მუშაობა, ჯგუფური მუშაობა

გაკვეთილზე გამოყენებული ძირითადი მეთოდები და აქტივობები:
კონსტრუქტივიზმი (მათემატიკური მოდელირება, ინტერაქცია, კეთებით სწავლება, სკაფოლდინგი - ხარაჩოების მიწოდების მეთოდით სწავლება); განამავითარებელი შეფასება (კონსტრუქციული უკუკავშირი) დიფერენცირებული სწავლება სასწავლო პროფილის მიხედვით.

სასწავლო მასალა  და რესურსები: (ტექსტი, თვალსაჩინოება, მულტიმედია, ინტერნეტ-რესურსი და სხვ.): სლაიდები/პოსტერები, კომპიუტერი და პროექტორი, გამოსაძახებელი ჩხირები.

(დიფერენცირების შემთხვევაში მიუთითეთ, როგორ გაანაწილებთ სხვადასხვა ტიპისა და სირთულის მასალას).

აქტივობა 3. დიფერენცირება სასწავლო პროფილის მიხედვით (გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის მოდელი):


ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტის მქონე მოსწავლეები: 
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილ წრეებს, სთხოვს დაყონ წრეები 2, 4, 6, 8 და 12 ტოლ ნაწილებად, გააფერადონ თითოეული წრის ერთი მეორედი ნაწილი და ჩაწერონ შესაბამისი წილადებით  
სივრცული ინტელექტის მქონე მოსწავლეები: 
მასწავლებელი აძლევს ჯგუფს დიდი ზომის ფორმატის ფურცელს და ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილ წრეებს, რომლებიც სხვადასხვა ნაწილების შესაბამისად არიან გაფერადებული და სთხოვს მათ ჩააკრან შესაბამის წრეებში (იხ. დანართი 16).  ინტრაპერსინალური ინტელექტის მქონე მოსწავლეები: 
ამ ჯგუფს მასწავლებელი ავალებს ინდივიდუალურად შეავსონ გამოტოვებული ადგილები და შემდეგ შეადარონ ერთმანეთის პასუხებს:
;         ;         ;      ;         ;                  კინესთეტიკური ინტელექტის მქონე მოსწავლეები: 
ამ ჯგუფს ეძლევათ დავალება: წილადების ფილების გამოყენებით შეარჩიეთ -ის და- ის ტოლი წილადები და გააკეთეთ შესაბამისი ჩანაწერები.       

შეფასება (განმავითარებელი) ინდივიდუალურია.

საკითხის სწავლების მსვლელობა სამფაზიანი მოდელის მიხედვით 

I ფაზა –  წინასწარ (დრო: 10 წთ)

აქტივობა 1.
მასწავლებელი გაკვეთილს იწყებს წინარე ცოდნის გააქტიურებით, რისთვისაც განიხილავს მოსწავლეებთან ერთად შემდეგ დავალებებს. საკლასო სამუშაო.
1.       AB მონაკვეთის რა ნაწილს შეადგენს CD მონაკვეთი?
 
ა)    ბ)

           A             C            D          B             A                           C            D             B

2.       პიციდან მისი მცირე ნაწილის მოჭრის შემდეგ (იხ. დანართი 1) რა ნაწილი დარჩა დაუჭრელი?

3.       დააკვირდი ფიგურის გაფერადებულ ნაწილს (იხ. დანართი  2 ) და ჩაწერე შესაბამისი წილადი ცარიელ უჯრაში. 

მასწავლებელი იყენებს პროექტორს/პოსტერებს (იხ. დანართი  3) და მოსწავლეებს აცნობს ამოცანის პირობას:
 მარიმ მიირთვა ხაჭაპურის    ნაწილი, სოფომ – იმავე ზომის პიცის  ნაწილი, ხოლო საბამ – იმავე ზომის პიცის    ნაწილი. ვინ მიირთვა ყველაზე მეტი? 12
მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ისინი ჯერ შეისწავლიან წილადის ძირითად თვისებას და შემდეგ ამოხსნიან ამოცანას მისი გამოყენებით.
II ფაზა – განმავლობაში (დრო: 20 წთ)

აქტივობა 2.
მასწავლებელი პროექტორით/პოსტერით უჩვენებს სლაიდებს, რომელებზეც გამოსახულია ორი ტოლი ნაწილებად დაყოფილი მართკუთხედი, და გამოსაძახებელი ჩხირების გამოყენებით რიგრიგობით უსვამს კითხვებს მოსწავლეებს:
სლაიდი  (იხ. დანართი  4)
1.       ტოლია თუ არა დიდი მართკუთხედების გაფერადებული ნაწილები?  (ტოლია)
2.       პირველი დიდი მართკუთხედის რა ნაწილია გაფერადებული? (  
3.       მეორე დიდი მართკუთხედის რა ნაწილია გაფერადებული?  (  
4.       ტოლია თუ არა დიდი მართკუთხედების გაფერადებული ნაწილები?  (ტოლია)
მასწავლებელი გადადის შემდეგ სლაიდზე/პოსტერზე (იხ. დანართი   5 ) და აგრძელებს შეკითხვების დასმას. 
5.         როგორ შეიცვალა პირველი წილადის მრიცხველი?  (შემცირდა 5-ჯერ)
6.       როგორ შეცვალა პირველი წილადის მნიშვნელი?  (შემცირდა 5-ჯერ)
7.       წილადის მნიშვნელობა შეიცვალა? (არა)
8.       როგორია ეს წილადები? (ტოლი ) 

მასწავლებელი გადადის შემდეგ სლაიდზე/პოსტერზე (იხ დანართი   6). 
9.       ტოლია თუ არა დიდი მართკუთხედების გაფერადებული ნაწილები?  (ტოლია)
10.   პირველი დიდი მართკუთხედის რა ნაწილია გაფერადებული? (  
11.   მეორე დიდი მართკუთხედის რა ნაწილია გაფერადებული?  (  
12.   ტოლია თუ არა ეს გაფერადებული ნაწილები?  (ტოლია)




მოსწავლეები მასწავლებლის დახმარებით განაყოფის ძირითად თვისებას უკავშირებენ წილადის ძირითად თვისებას და შემდეგ მასწავლებელი უჩვენებს მათ შემდეგ სლაიდს/პოსტერს (იხ. დანართი  
12).
შემდეგ მოსწავლეები რვეულებში ასრულებენ ქვემოთ მოყვანილ სლაიდებზე/პოსტერებზე (იხ.
დანართი 13, 14, 15) მოცემულ დავალებებს (მრიცხველი და მნიშვნელი გაამრავლეთ 5-ზე, გაყავით 4ზე, შეავსეთ გამოტოვებული ადგილები) და რიგრიგობით, გამოსაძახებელი ჩხირების საშუალებით იძლევიან პასუხებს ზეპირად.
ამის შემდეგ მოსწავლეები უბრუნდებიან ზემოთ განხილულ სამოტივაციო ამოცანას და აკეთებენ დასკვნას, რომ ყველას ტოლი რაოდენობის საკვები შეხვედრია.
III ფაზა – შემდგომ (დრო: 15 წთ)
აქტივობა 3.
მასწავლებელს დაკვირვების საფუძველზე აქვს მონაცემები მოსწავლეთა სასწავლო პროფილს შესახებ და აჯგუფებს მათ შესაბამის მაგიდებთან.   ლოგიკურ-მათემატიკური ინტელექტის მქონე მოსწავლეები: 
მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილ წრეებს, სთხოვს დაყონ წრეები 2, 4, 6, 8 და 12 ტოლ ნაწილებად, გააფერადონ თითოეული წრის ერთი მეორედი ნაწილი და ჩაწერონ შესაბამისი წილადებით  
სივრცული ინტელექტის მქონე მოსწავლეები: 
მასწავლებელი აძლევს ჯგუფს დიდი ზომის ფორმატის ფურცელს და ფერადი ქაღალდებისგან გამოჭრილ წრეებს, რომლებიც სხვადასხვა ნაწილების შესაბამისად არიან გაფერადებული და სთხოვს მათ ჩააკრან შესაბამის წრეებში (იხ. დანართი 16).  ინტრაპერსონალური ინტელექტის მქონე მოსწავლეები: 
ამ ჯგუფს მასწავლებელი ავალებს ინდივიდუალურად შეავსონ გამოტოვებული ადგილები და შემდეგ შეადარონ ერთმანეთის პასუხებს:
;         ;         ;      ;         ;                  

კინესთეტიკური ინტელექტის მქონე მოსწავლეები: 
ამ ჯგუფს ეძლევათ დავალება: წილადების ფილების გამოყენებით შეარჩიეთ -ის და- ის ტოლი წილადები და გააკეთეთ შესაბამისი ჩანაწერები.       

მასწავლებელი ჯგუფებს დავალებების შესასრულებლად აძლევს 7 წუთს. ჯგუფები აფორმებენ პასუხებს დიდი ზომის ფორმატის ფურცლებზე. დროის ამოწურვის შემდეგ ისინი აკრავენ დაფაზე თავიანთ ნამუშევრებს და აკეთებენ პრეზენტაციებს. სხვა ჯგუფის წევრები ყურადღებით უსმენენ, აძლევენ შეკითხვებს, მსჯელობენ, საჭიროების შემთხვევაში იძლევიან დამატებით ინფორმაციას.  მასწავლებელი აჯამებს აქტივობას და ჯგუფებს აძლევს კონსტრუქციულ უკუკავშირს.

შეფასება:
როგორ დააკვირდებით მოსწავლეთა სწავლის პროცესს და შედეგებს? რის მიხედვით იმსჯელებთ მათ მიღწევებზე? 
მასწავლებელი დაკვირვების საფუძველზე აფასებს მოსწავლეებს.
 შეფასების რუბრიკა:

კრიტერიუმი
შესრულების დონე

დაბალი
საშუალო
მაღალი
წილადის ძირითადი თვისების გამოყენებით ჩაწერს ტოლ წილადებს სხვადასხვა მნიშვნელის საშუალებით  
მნიშვნელოვანი ხარვეზებით წერს ტოლ წილადებს სხვადასხვა მნიშვნელის საშუალებით
მცირედი ხარვეზებით წერს ტოლ წილადებს სხვადასხვა მნიშვნელის საშუალებით

სწორად წერს ტოლ წილადებს სხვადასხვა მნიშვნელის საშუალებით

შენიშვნა:  
1.  ხარვეზები მნიშვნელოვანია, თუ მართლზომიერად შესრულებულია სამუშაოს არაუმეტეს 60%. 
2.  ხარვეზები მცირედია, თუ მართლზომიერად შესრულებულია სამუშაოს არანაკლებ 80%.
დამატებითი რესურსი:  კომპიუტერები.
დავალება:საშინაო დავალება წინასწარ მოვამზადე და  ავტვირთე ჩემს ბლოგზე. ბავშვებს მივაწოდე ჩემი ბლოგის მონაცემები და ვთოვე შეესრულებინათ დავალება.




Комментариев нет:

Отправить комментарий